მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ქ.ო“ - წარწერა ახალციხის ორ უბანზე

ახალციხის სოფელ სხვილისის ორ საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ ინიციალები დაწერეს. „ქ.ო“ #21 და #34 უბნის შესასვლელთან, ქუჩაში დღეს გამოჩნდა. საღებავით გაკეთებული წარწერა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა კანონდარღვევად აღიქვეს და ხალიჩით დაფარეს.

„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენლებმა აღნიშნულზე საჩივარი დაწერეს.

კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის.

სააგიტაციო მასალის განთავსება უბნიდან 25 მეტრზე იკრძალება. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, წარწერა 22 მეტრზეა გაკეთებული.

🔊შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში მეათე მოწვევის პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს.