მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა

პარლამენტის ცარიელი დარბაზი

ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 1%-იანი ბარიერი გადალახა, საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

ოპოზიციური პარტიები ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა.

მათი მოთხოვნაა, ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ისინი საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

ინფორმაციისთვის, 1%-იანი ბარიერი 8 ოპოზიციურ პარტიას აქვს გადალახული:

☑️ „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“

☑️ „ევროპული საქართველო“

☑️ „პატრიოტთა ალიანსი“

☑️ „გირჩი“

☑️ „ლეიბორისტული პარტია“

☑️ „ლელო“

☑️ „სტრატეგია აღმაშენებელი“

☑️ „მოქალაქეები“

აგრეთვე დაგაინტერესებთ 👇

💢პარტიები, რომლებიც ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით შევლენ პარლამენტში

💢 რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის?