არჩევნები 2020

მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელს საქართველო, 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს

მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
23:21 01.10
დაკოპირებულია

„2024 წელს საქართველო 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლებს, ხოლო ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება“ - მარიამ ქვრივიშვილი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდა.

„მომდევნო 4 წლის განმავლობაში, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტურიზმის ინდუსტრიის აღდგენას, გაძლიერებას და ქვეყანაში მეტი მხარჯველუნარიანი ტურისტის მოზიდვას. შედეგად, 2024 წელს საქართველო უმასპინძლებს 10,5 მლნ საერთაშორისო მოგზაურს და ქვეყნის ეკონომიკაში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 6 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდება,“ - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, გაგრძელდება სამიზნე ქვეყნების დივერსიფიცირება, რის საფუძველზეც მეზობელი ქვეყნების საბაზრო წილი შემცირდება 70 პროცენტამდე, ხოლო ევროკავშირის, აშშ-ის და სხვა შორი მანძილის ქვეყნების საბაზრო წილი გაიზრდება 30 პროცენტით.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, შედეგად ქვეყანაში შემოვა კიდევ უფრო მეტად მხარჯველუნარიანი ტურისტი, რაც აისახება ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე და რა თქმა უნდა, ეკონომიკურ გაძლიერებაზე.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოხდება ტურიზმის ინდუსტრიის საკანონმდებლო ბაზის ფორმირება, რაც ხელს შეუწყობს ინდუსტრიის მდგრად განვითარებას, მომსახურების დონის გაუმჯობესებას და ჩვენი კერძო სექტორის გაძლიერებას.

მისი თქმით, სახელმწიფო განაგრძობს ტურიზმში დასაქმებულთა და დასაქმების მსურველთათვის კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების გაფართოვებას ქვეყანაში დასაქმების ხელშეწყობისთვის და მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე შეაჯამა საქართველოს სამთო კურორტებზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული მშენებლობები.

მისი თქმით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებას, რის შედეგადაც მათი ვიზიტორების რიცხვი შვიდჯერ გაიზარდა. მისივე თქმით, აშენდა 30-მდე ახალი საბაგირო გზა, გაიხსნა ახალი კურორტები, მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა გუდაურსა და ბაკურიანში.

„ყველა კურორტი აღიჭურვა თანამედროვე სპეცტექნიკით და რაც მთავარია ჩვენი დამსვენებლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მოთხილამურე პატრულის მიმართულება შეიქმნა,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მომდევნო წლებში საქართველოში კურორტების მართვის ახალი სისტემა შეიქმნება, სამთო კურორტებზე სათხილამურო ინფრასტრუქტურა კი კიდევ უფრო განვითარდება.

აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში, ტურიზმის სფეროში უპრეცედენტო წინსვლა დაფიქსირდა: 4,7 მილიონიდან 9,4 მილიონამდე გაიზარდა შემოსული უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა; 2,5-ჯერ, ფაქტობრივად, 2 მილიარდით გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები და 2019 წელს გაუტოლდა 3,3 მილიარდ აშშ დოლარს. შედეგად, ტურიზმის წილმა ქვეყნის ეკონომიკაში 8%-ს გადააჭარბა, ასევე 150 ათასზე მეტი ადამიანი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმდა.

საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა განმარტა, რომ სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა, სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა გასამმაგდა.

„პირველად ქვეყნის ისტორიაში, საქართველო წარსდგება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ და გავლენიან ტურისტულ გამოფენაზე - ITB Berlin 2023,“ – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ოცეულის წევრმა მარიამ ქვრივიშვილმა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების მიზნობრივ სამთავრობო პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოში ტურისტული ინდუსტრიის უფრო მეტად განვითარებას.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სწორი საინვესტიციო პოლიტიკიდან გამომდინარე, ტურიზმში საინვესტიციო პროექტები საგრძნობლად გაიზარდა. შედეგად, გასამმაგდა სასტუმროების და სხვა განთავსების ობიექტების რაოდენობა. მისი თქმით, მიზნობრივი კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროექტების ხელმისაწვდომობით, 2014 წლიდან გადამზადდა 8,000-მდე ადამიანი საქართველოს მასშტაბით. შედეგად, გაუმჯობესდა მომსახურების დონე და მოსახლეობამ შეიძინა ახალი პროფესიები ტურიზმის სექტორში დასაქმებისთვის.

მისივე თქმით, მომდევნო წლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა გასტრონომიული, ღვინის, ეკო, სამედიცინო, ბალნეო, საქმიანი და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებას. მოხსენებისას მან ყურადღება გაამახვილა, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მკვეთრად მოიმატა ჩვენს ქვეყანაში მოქმედი და ოპერირებადი ავიაკომპანიების რაოდენობამ, შესაბამისად, გაფართოვდა გეოგრაფიული არეალი მიმართულებების კუთხით. რამაც, თავის მხრივ, ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ჩვენი ინდუსტრიის მდგრადი განვითარება უზრუნველყო.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მომდევნო წლებში გაფართოვდება როგორც ბათუმის აეროპორტის, ასევე ქუთაისის აეროპორტის ტერმინალები. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის ფართობი ხუთჯერ გაიზრდება, ხოლო მგზავრთნაკადის გამტარუნარიანობა გაოთხმაგდება.


სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული...
00:08
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში 4 ინფიცირებულ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. საკეისრო კვე...
00:01
სომხეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლის ანა აკოპიანის განცხადებით, ყარაბაღის ომში ქალთა რაზმიც მიიღებს მო...
23:46 26.10
„აზერბაიჯანი ჰუმანიზმის პრინციპებით ხელმძღვანელობს და მზადაა დაღუპული სამხედროების ცხედრები სომხეთს...
23:04 26.10
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცი...
22:41 26.10
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომ...
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლი...
ვლადიმერ ბორცვაძე: ეს არის მიზანმიმართულ...
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ზუგდიდში გამართული ბრიფინ...
იოსებ ხახალეიშვილი: წარმატების მისაღწევა...
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახ...