მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი ბუბა კიკაბიძე იქნება

ბუბა კიკაბიძე ნაციონალების სიის პირველი ნომერი

მომღერალი ვახტანგ-ბუბა კიკაბიძე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი იქნება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიაში ადასტურებენ.

სიის მეორე ნომერი გრიგოლ ვაშაძე, ხოლო მესამე - ნიკა მელია იქნება.

„ნაციონალური მოძრაობის“ ათეულში არიან ასევე ხატია დეკანოიძე, კობა ნაყოფია, დევი ჭანკოტაძე, ლევან ვარშალომიძე, სალომე სამადაშვილი, ზაალ უდუმაშვილი და ხათუნა სამნიძე.

პარტიის წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, ბუბა კიკაბიძე პარტიის პირველ ნომრად პატრიოტიზმის, უშიშრობისა და მოუსყიდაობის გამო შეირჩა.

ინფორმაციისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. არჩევნები მოდელით 120/30-ზე გაიმართება, რაც იმას გულისხმობს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული სიით 30, ხოლო პროპორციული სიით 120 წევრი შევა.