მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თეა წულუკიანი: სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედი პოლიტიკულ პარტიებთანაა დაკავშირებული

იუსტიციის მინისტრი

„ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ხუთეულის წევრმა თეა წულუკიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე საპარალემნტო არჩევნებზე დაკვირვებისთვის შექმნილ ორგანიზაციებზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, სადამკვირვებლო ორგანიზაციების მეოთხედში პოლიტიკური პარტიების წევრები არიან დარეგისტრირებული.

„ჩვენი ანალიზით, 129 სადამკვირვებლო ოგანიზაციიდან ერთი მეოთხედი, 32 მათგანი, ან პირდაპირ არის დაკავშირებული ოპოზოციურ პარტიებთან ან მათთან ამა თუ იმ ფორმით აფილირებულია. ყველაზე მრავლად ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციები ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს. ასეთი 20 ორგანიზაციაა. 8 ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს ნაციონალური მორაობის ერთ-ერთ დანაყოფს, „ევროპულ საქართველოს“ და ასევე 2 ე.წ სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სტრატეგია აღმაშენებელს“, კიდევ 2 ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია „პატრიოტთა ალიანსთან“ არის კავშირში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს დამკვირვებლების პოლიტიკურ პარტიებთან კავშირის შესახებ რამდენიმე მაგალითი დაუსახელა.

„მაგალითად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს , რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დააკვირდება ორგანიზაცია „რეფორმატორთა კლუბი“, რომლის დამფუძნებელიც არის ნაციონალური მოძრაბის სასჯელაღსრულების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ხოლო გამგეობის თავმჯდომარე ამ ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციისა დღესაც არის ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა. სწორედ ბატონი მურთაზ ზოდელავა და შაშკინი როგორც ჩანს „დააკვირდებიან” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს და შემდეგ შემოგთავაზებენ თავიანთ ვითომ და ძალიან ნეიტრალურ შეფასებებს.

ასევე ე.წ. დამკვირვებლად რეგისტრირებულია მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“, რომლის დამფუძნებელიც გახლავთ სამგორში, ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. მე ძალიან ახლო კონტაქტი მაქვს სამგორის ამომრჩეველთან, კარდაკარის მონაწილეც გახლავართ ამ რაიონში და მინდა ვთქვა, რომ ამ კონკრეტულ კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილს ძალიან მწირი , თუ არ ვიტყვი არარსებული მხარდაჭერა აქვს, მაგრამ ეს არ არის მთავარი - არჩევნების ბედს წყვეტს ხალხი, მთავარია ის, რომ ეს კანდიდატი, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძვის, თავის თავს მიიჩნევს ასევე დამკვირვებლად, არის რეგისტრირებული დამკვირვებლად და როგორც ჩანს საკუთარი თავის არჩევას დააკვირდება და შემდეგ ,„ნეიტრალურ” შეფასებებს შემოგვთავაზებს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნებას“ამომრჩევლის 60%-მდე მხარდაჭერა აქვს, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად იციან და არჩევნებზე თითქოსდა დარღვევების შესახებ სხვადასხვა ყალბ მასალებს ამზადებენ.

„მათ იციან, რომ არჩვევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით არსებობს გარკვეული სქემა, რომლის ერთ–ერთ კომპონენტზეც დღეს მინდა გესაუბროთ. ამ სქემის თანახმად, ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი, ყველაზე რადიკალური წარმომადგენლები, შეეცდებიან, რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები.

ცრუ ინფორმაციებს ქმნიან იმასთან დაკავშირებით, თითქოსდა საარჩევნო დარღვევები იყო და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების გამჭირვალედ ჩატარებას თავი ვერ გაართვეს და ამ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მათ გარკვეული ქმედებებინ განახორციელონ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.