სამართალი

2000 წელს ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ადამიანის გატაცებისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი რურუა ფლორიდაში დააკავა და საქართველოს გადმოსცა

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა
21:49 04.06
დაკოპირებულია

დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2000 წელს აშშ-დან გიორგი რურუას დეპორტაცია განხორციელდა. მას ინტერპოლი ეძებდა.

2000 წლის 15 მაისს საქართველოში ინტერპოლის ბიურომ ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიიღო შეტყობინება, რომ ჯორჯიის შტატში საემიგრაციო კანონის დარღვევისთვის დაკავებული იყო საქართველოს მოქალაქე, რომელსაც დავით კურცხალიას სახელზე გაცემული პასპორტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ დაკავებული არა კურცხალია, არამედ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი გიორგი რურუა იყო. 

გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ბაია ცანავა აცხადებს, რომ გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე.

„გიდასტურებთ, რომ გიორგი რურუას ექსტრადიციის მოთხოვნით 2000 წელს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ ორგანოებს. გიორგი რურუა იმ დროისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე. 2000 წლის 26 ივნისს გიორგი რურუა დეპორტირებულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემდგომი სამართლებრივი პროცედურების აღსრულების მიზნით“, - განმარტა გენერალური პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენობა

ავღანეთში 28 ქართველ სამხედროს კორონავირ...

საქართველოს თავდაცვის ძალების ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ ავღანეთში როტაც...
29 წუთის წინ
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას მოუწოდებს, დეზინფორმაციას არ შეეგუონ. მან სოციალურ ქსელში...
22:32 09.07
რუსთავის მე-12 მიკრორაიონში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. როგორც PIA.GE-ს საგანგებო სიტუაციების მ...
22:24 09.07
საქართველოს მთავრობამ 9 ივლისს სხდომაზე დაამტკიცა ცვლილება მთავრობის 322 დადგენილებაში „იზოლაციისა დ...
21:29 09.07
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ინდოეთში გამოვლინდა. ბოლო 24 საათ...
21:08 09.07
შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა შსს: „112“-ში ჩხუბთან დაკავშირებით ცრუ შეტყობ...
შსს-ს აცხადებს, რომ „112-ის“ ცხელ ხაზზე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტის მიერ ჩხუბთან დაკავშირებით...
თავდაცვის ძალები გერმანული ბრენდის სამხე...
საქართველოს თავდაცვის ძალების ევროპული სტანდარტის გერმანული ფეხსაცმლით მომარაგებ...
მიმდინარე წელს გლდანში 16 ფიტნეს ზონა მო...
გლდანის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ჯანსაღი ცხოვრებ...
იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კონკურ...
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის შესარჩე...