მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ადვოკატი: რომელი ინფორმაციით დგინდება, რომ არჩილ გაგნიძე და რევაზიშვილი მეორე მხრიდან ჩავიდნენ მდინარეში

ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი

„რომელი ინფორმაციით დგინდება, რომ არჩილ გაგნიძე და რევაზიშვილი მეორე მხრიდან ჩავიდნენ მდინარეში“, - ასე გამოეხმაურა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი გენერალური პროკურატურის მიერ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ ბრალის დამძიმებას.

ადვოკატი აცხადებს, რომ არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნები, რომლებიც შემხებლობას დაადასტურებს.

„არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც შემხებლობას დაადასტურებს. ეს არის გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები და არ გვაქვს სხვა სახის მოწმეთა ჩვენებები. ამ პირობებში, როდესაც ეს აუცილებელი ელემენტები სახეზე არ გვაქვს, რაც არ უნდა ისაუბროს ბრალდებამ, საქმეს და შედეგს ფიზიკურად გაუჭირდება. ჩვენთვის გაურკვეველია, როდესაც საუბრობენ მაგალითად, იმ განვითარებაზე, რომ არჩილ გაგნიძემ და რევაზიშვილმა მოუარეს და მეორე მხრიდან ჩავიდნენ მდინარეში, ეს რომელი ინფორმაციით დგინდება? ეს ფიზიკურად არ არის და ვერც იქნება, რადგან არავინ ამ ადგილას თვითმხილველი არ ყოფილა. ეს არის ვარაუდი“, - აღნიშნა ადვოკატმა.

ცნობისთვის, 19 ივ­ნისს ახალგაზრდა სპორტსმენის გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის და­კარ­გვის შე­სა­ხებ ოჯახ­მა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მი­მარ­თა. 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მყვინ­თა­ვებ­მა ფეხ­ბურ­თელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი წყალ­ში იპო­ვეს.

ცნობილია რომ აგარაკზე, სადაც გიორგი შაქარაშვილი მეგობრის დაბადების დღეზე სტუმრად იმყოფებოდა, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა. შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს.

დღეს, 11 აგვისტოს შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც განაცხადეს, რომ საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 5-ს ბრალი ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით წარედგინა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავმდამსხმელებმა მდინარეში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.