მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ არის გამორიცხული კვალზე გაგვიყვანოს“ - ბაჩალიაშვილების ადვოკატი

უფლებადამცველი

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებისა და მათი უფლებადამცველის შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროში უწყების წარმომადგენლებთან დასრულდა.

ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი იმ ჩვენებებს გაეცნო, რომელიც საქმეში არსებობს. ოჯახის უფლებადამცველი ამბობს, რომ ჩვენებები საინტერესო და წინააღმდეგობრივია.

ადვოკატის თქმით, ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-გან ითხოვს, არ გაავრცელოს ინფორმაცია, რომელიც მხოლოდ თვითმკვლელობის ვერსიას ამყარებს.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ აღარ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ისეთი განცხადებების დადება, რაც ჩვენში და საზოგადოებაში იწვევს დიდ ეჭვს, თითქოს გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობის მიმართულებით მუშაობს. ძალიან საინტერესო ჩვენებებია, ძალიან წინააღმდეგობრივი ჩვენებებია, ძალიან ბევრ რაღაცაზე კიდევ ძალიან ბევრი კითხვები გაჩნდა. არ არის გამორიცხული, რომ გაგვიყვანოს კვალზე“, - განაცხადა რამიშვილმა.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.