მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ბაჩალიაშვილის დედა: მივმართავ მკვლელს, არ შერჩება

თეონა თამაზაშვილი, ბაჩალიაშვილის დედა

„მივმართავ მკვლელს, არ შერჩება“, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშვილის დედა თეონა თამაზაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.

„ჯობია, მკვლელი თამუნას გზას გაუდგეს, თუ უნდა, რომ თავი გადაირჩინოს. სხვა მხრივ, ჯოჯოხეთად ვუქცევ ცხოვრებას,მიწიდან ამოვთხრი“, - აღნიშნა თეონა თამაზაშვილმა.

დღეს, 10 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში იმყოფებოდნენ. კითხვაზე, რა ინფორმაცია მიიღეს ბიუროში, მიხეილ რამიშვილი პასუხობს, რომ ბაჩალიაშვილის ვერცერთ სოციალურ ქსელში ვერ შეაღწიეს.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს, თეთრიწყაროში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.