სამართალი

დაკავებულია მამა, რომელმაც ჩოხატაურში შვილი მოკლა

დაკავებული ადამიანი ზურგით
15:13 22.05
დაკოპირებულია

პოლიციამ 1971 წელს დაბადებული მ.ჯ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავა.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა განახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკებისას, შვილს - 1991 წელს დაბადებულ ი.ჯ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანა, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ი.ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მ.ჯ. მომხდარიდან მეორე დღეს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ასევე, ამოღებულია თოფი და 12 ვაზნა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
აქციას „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მარნეულის მუნიციპალიტეტი შეუერთდა. აქციაში მონაწილეობა...
16 წუთის წინ
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება - ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტი...
25 წუთის წინ
ხვალ, 29 მაისს, 11:00 საათზე, იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ (MKD Law) უფროსი პარტნიორის, კომპანია „ლი...
41 წუთის წინ
„კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების...
21:03
ხათუნა ზახაშვილი ჯანდაცვა ზახაშვილი: უხსოვარი დროიდან, კულტურული ერი სა...
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლიდან, რომ საპირფარეშო...
რუხში მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფარი აშე...
საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი“ რუხში მოხუცთა და ბავშვთა ზრუნვის ც...
18:21
საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებ...
საქართველოში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები...
„გაზპრომმა“ „ციმბირის ძალა“ ჩაფუშა
რუსული სახელმწიფო გიგანტი კომპანია „გაზპრომი“ საფრთხეს უქმნის რუსეთსა და ჩინეთს...