მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

კაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოს შენობა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კაცს, რომელმაც ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

დაცვის მხარე ბრალდებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ახალგაზრდა კაცმა არარეგისტრირეგბულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს ბენზინი 30 ივნისს შეასხა. საქართველოს პროკურატურამ, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, შ.გ.-ს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ„ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება. შ.გ-სთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.