ბათუმის მდებარე კოვიდსასტუმროში პაციენტმა ექთანს დაზიანებები მიაყენა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს.
მათივე ცნობით, პაციენტი ექთანს თავს დაესხა, შემდეგ კი თვითდაზიანებები მიიყენა.
შემთხვევა გუშინ, 24 ნოემბერს გვიან ღამით მოხდა.
ამ დროისთვის პაციენტი კლინიკაშია გადაყვანილი, ხოლო ექთანი მუშაობას განაგრძობს.
საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.