მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ნინო კალანდაძე: პროკურატურაში გამოკითხვაზე დამიბარეს

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე წინა ხელისუფლების დროს

ვადასტურებ, რომ დამიკავშირდა გენერალური პროკურატურის გამომძიებელი, გამოკითხვაზე დასაბარებლად“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, ნინო კალანდაძე სოციალურ ქსელში წერს.

„ვინაიდან მაქვს უფლება, გამოკითხვა ჩატარდეს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე, ცხადია, პროკურატურაში მისვლას სწორედ ეს გზა ვარჩიე. ამ ეტაპზე, გამოკითხვის თარიღი ჩემთვის უცნობია“, - წერს ნინო კალანდაძე.

მან აგრეთვე პროკურატურაში დაბარების მიზეზებზე ისაუბრა.

„რაც შეეხება საკითხის შინაარსს, დემოკრატიულ ქვეყანაში ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა რა შეიძლება იყოს ჩემი დაბარების მიზანი, მაგრამ იმ სამწუხარო რეალობაში, როცა კონკრეტულ საქმეზე უკვე არსებობენ სრულიად უდანაშაულო სინდისის პატიმრები და მათზე საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით დუმს, და როცა ხელისუფლება ხელოვნურად ცდილობს მოღალატის დამსახურებული იმიჯის გათეთრებას, წარმოუდგენელი ან დაუჯერებელი აღარაფერია“, - აღნიშნა ნინო კალანდაძემ.