მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოჯახის ინფორმაციით, ყოფილი მძევალი დათო ხვიბლიანი სენაკის ბაზაზეა

სენაკის ბაზა

ყოფილი მძევალი დათო ხვიბლიანი, რომლის ადგილსამყოფელიც ამ დრომდე ცნობილი არ იყო, სენაკის სამხედრო ბაზაზეა და იქ მსახურობს. ამ ინფორმაციას ოჯახის წევრები ადასტურებენ.

როგორც დათო ხვიბილიანის მამა, ლაშა ხვიბლიანი ამბობს, ამ დრომდე მისი შვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

„დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი შვილი ბაზაზეა. თავის სამსახურშია და მსახურობს“,- აღნიშნა ლაშა ხვიბლიანმა.

ოჯახის წევრები სენაკის ბაზაზე შვილის სანახავად მიდიან.

ინფორმაციისთვის, დათო ხვიბლიანი 21 ოქტომბერს „საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმის დროს მძევლად აიყვანეს. დათო ხვიბლიანი იმ სამ მძევალს შორის იყო, რომლებთან ერთადაც თავდამსხმელმა ბანკის შენობა დატოვა.