სამართალი

პოლიციამ „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა
17:51 21.05
დაკოპირებულია

პოლიციამ საზღვარგარეთ მყოფ 1974 წელს დაბადებულ გ.ღ. -ს „კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 მაისს 13 პირი დააკავა, ხოლო 21 მაისს, სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ბრალი კიდევ ერთ პირს წარუდგინა.

დანაშაული 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გ.ღ.-ს მიმართ გამოცხადდება ძებნა. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულები, რომლებიც სისტემატურად ეწეოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას, კერძოდ, სხვადასხვა შემთხვევაში, ფინანსურ დავებთან დაკავშირებულ უთანხმოებაში ერთვებოდნენ და ქურდული გარჩევების გზით, მოქალაქეებს თანხებს სისტემატურად სძალავდნენ, ტელეფონის საშუალებით უკავშირდებოდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ გ.ღ. -ს. რომელიც სხვადასხვა დავებთან დაკავშირებით იღებდა საბოლოო გადაწყვეტილებებს",- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს „კანონიერი ქურდობის“ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და ძალადობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223 - მე-3 პრიმა-მუხლის მე-2 ნაწილით, 223 - მე-4 პრიმა-მუხლით, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

იპოთეკური სესხი

სახელმწიფო იპოთეკურ სესხებზე ნაწილობრივ...

სახელმწიფო იპოთეკური სესხის ამღებ პირებს 20%-იან გარანტორად ჩაუდგება. ამის შესახ...
15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი იხსნება - ტურისტული სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები აქტი...
20 წუთის წინ
ხვალ, 29 მაისს, 11:00 საათზე, იურიდიული ფირმის „ემ ქეი დი“ (MKD Law) უფროსი პარტნიორის, კომპანია „ლი...
36 წუთის წინ
„კომუნიკაციების კომისია კომპანია „კავკასუს ონლაინისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების...
54 წუთის წინ
"კოვიდი სულ რომ არ არსებობდა, უხსოვარი დროიდან, ყველა კულტურული ერი საჭიროდ თვლიდან, რომ საპირფარეშო...
20:26
ევროპული საქართველოს წევრი გიგი წერეთელმა აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯ...
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გიგი წერეთელი აზერბაიჯანის...
18:21
საქართველოში კოვიდინფიცირებული პაციენტებ...
საქართველოში, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები...
„გაზპრომმა“ „ციმბირის ძალა“ ჩაფუშა
რუსული სახელმწიფო გიგანტი კომპანია „გაზპრომი“ საფრთხეს უქმნის რუსეთსა და ჩინეთს...
რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 837...
რუსეთის ფედერაციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8371 ახალი შემთ...