მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა“ - ირაკლი კვარაცხელიას პირველი კომენტარი

ირაკლი კვარაცხელია თავდამსხმელმა საქართველოს ბანკის შენობიდან გამოუშვა

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში ერთ-ერთი მძევლად აყვანილი ირაკლი კვარაცხელია თავდამსხმელმა გაათავისუფლა. კვარაცხელია სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.

მისი თქმით, ამ ეტაპზე მძევლებიდან მხოლოდ 3 ადამიანი დარჩა შენობაში, დანარჩენი კი გაათავისუფლეს.

„პოლიციის წარმომადგენელმა ფული მოიტანა, 3 კაცის გარდა ყველა გამოგვიშვეს, მალე დაკითხვაზე გადამიყვანენ. უღრმესი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, შემთხვევა ზუგდიდში „საქართველოს ბანკში“ რამდენიმე საათის წინ მოხდა. თავდამსხმელი ბანკში შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.

ამ დროისთვის სპეცოპერაცია დასრულებულია. თავდამსხმელმა მძევლების უმეტესობა ბანკის შენობიდან გაათავისუფლა.

აგრეთვე, დაგაინტერესებთ 👇

👉 ზუგდიდში სპეცოპერაცია დასრულებულია, თავდამსხმელი ბანკის შენობიდან სამართალდამცველებმა გამოიყვანეს

👉 ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ მიმდებარე ტერიტორია სამხედრო სპეცტექნიკის ნაწილმა დატოვა