მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურა დავით ფურცხვანიძის გათავისუფლების მიზეზს განმარტავს

პირი, რომელმაც რამიშვილს სატელიტის ფოტოები მიაწოდა

პროკურატურა დავით ფურცხვანიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. როგორც საგამოძიებო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ფურცხვანიძე ბრალს აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. 

ამავე ცნობით, ბრალდებული ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სტაციონარში მკურნალობას საჭიროებს, რის გამოც მას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, 7000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა.

„ვინაიდან დავით ფურცხვანიძემ სრულად აღიარა მის მიმართ წარდგენილი ბრალდება, ითანამშრომლა გამოძიებასთან. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და საჭიროებდა სტაციონარულ მკურნალობას, ბრალდების მხარე დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით. თბილისის საქალაქო სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დავით ფურცხვანიძეს 7000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

მასვე ჩამოერთვა პასპორტი და აეკრძალა ქვეყნის დატოვება პროკურატურის ნებართვის გარეშე. დავით ფურცხვანიძის საქმე არსებითად განსახილველად გადაეცა სასამართლოს და არსებითი განხილვის სხდომა 2020 წლის 26 ნოემბერს ჩაინიშნა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

👉 ინფორმაციისთვის, დავით ფურცხვანიძე, რომელმაც მისი თქმით, ადვოკატ მიხეილ რამიშვილს სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მიაწოდა, 21 ნოემბერს გაათავისუფლეს.

👉 დავით ფურცხვანიძეს ბრალი მტკიცებულებების ფალსიფიკაციასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლა ედება.

აგრეთვე წაიკითხეთ:

👉 მიხეილ რამიშვილი: ფურცხვანიძე თავის დროზე ალბათ ჩემი დაშინების მიზნით დააკავეს

👉 რის საფუძველზე დააკავეს დავით ფურცხვანიძე - განცხადება პროკურატურაში

👉 ბაჩალიაშვილის საქმეზე ადვოკატის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული აღმოჩნდა