სამართალი

პროკურატურა: სასტიკად ნაცემი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა მდინარე არაგვში გადააგდეს, შემდეგ კი გარდაიცვალა

საკადრო ცვლილებები პროკურატურაში
14:41 11.08
დაკოპირებულია

გაქცევისას, გიორგი შაქარაშვილი ორივე მხრიდან მოექცა თავდამსხმელებს შორის, რამაც მას მოუსპო თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გარდაუვალი ანგარიშსწორების თავიდან აცილების მიზნით გიორგი შაქარაშვილი იძულებული გახდა ჩასულიყო გზის მარცხენა მხარეს არსებულ ხევში, სადაც მას ჩაჰყვა ხუთივე თავდამსხმელი.

ხევში არსებული ბილიკის ბოლოს გიორგი შაქარაშვილი მივიდა მდინარე არაგვის ნაპირთან და ვინაიდან ცურვის არცოდნის გამო აღმოჩნდა მისთვის გადაულახავი ბუნებრივი წინაღობის - მდინარის წინაშე, ვეღარ შეძლო გაქცევა. ამ ვითარებით ისარგებლეს თავდამსხმელებმა და გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს დაზიანებები თავის, ორივე თვალბუდის, ზედა და ქვედა ტუჩების მიდამოებში, მარჯვენა იდაყვის სახსრისა და მარჯვენა წინამხრის მიდამოებში, აგრეთვე მუცლის, საზარდულის, ბოქვენის, წელისა და ორივე დუნდულოს მიდამოებში. სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი თავდამსხმელებმა გადააგდეს მდინარე არაგვში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულთაგან 5 პირს ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი წარედგინა.

ფეხბურთელ გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლის ცხე­და­რი მაშველებმა, 21 ივნისს, 4-დღიანი ძებნის შემდეგ, არაგვში იპო­ვეს.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი ასფიქსია გახდა, რომელიც წყალში დახრჩობით განვითარდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი განახლდა - ახალი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რ...
23:31 27.09
სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დ...
23:04 27.09
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდ...
22:25 27.09
„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის...
22:11 27.09
საფრანგეთის პრეზიდენტი 2020 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე:...
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყა...
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლი...
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმ...
Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ...
თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობი...
19:07 27.09
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა...
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხორ...