მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხეს

ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი

დავით გარეჯის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი გამოიკითხა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში დაუდასტურეს.

„საქმის ფარგლებში გამოიკითხა“, - აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

ინფორმაციისთვის, საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩევა დააკაა.

გამოძიება სსკ-ის 308 მუხლის პირველი ნაწილით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს დაიწყო. დანაშაული 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე დაკავებულ ორივე პირს 8 ოქტომბერს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.