მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

პროკურორი: დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია

პროკურორი დავით გუმბერიძე

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის პასუხები ზოგადია და არ კონკრეტდება ის პიროვნება, ვისგანაც შესაძლოა ინფორმაცია მიეღო.

პროკურორი ამბობს, რომ არა ერთი დამაზუსტებელი კითხვის მიუხედავად, ვერ მიიღეს კონკრეტული, რეალური წყარო ან სატელიტის მონაცემი.

„პასუხები ზოგადია, არ კონკრეტდება არც ქვეყანა და არც ის პიროვნება, კონკრეტულად ვისგანაც შესაძლებელია ეს ინფორმაცია მიეღო. მთელი ეს პერიოდი, რაც დაკითხვა მიმდინარეობდა, ეხებოდა კონკრეტულად სატელიტის ფოტოებს, თუ საიდან მოიპოვა დავით ფურცხვანიძემ, ვინ იყო წყარო კონკრეტულად და რომელი კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა სატელიტის ფოტოები“, - აღნიშნა პროკურორმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიკითხა მოქალაქე დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის უფლებადამცველს სატელიტის ფოტოები მიაწოდა. ფურცხვანიძე მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაიკითხა.

პროკურატურის განცხადებით, მიხეილ რამიშვილის მიერ გავრცელებული სატელიტის ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია, რაც ექსპერტიზით დასტურდება.

თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს თეთრიწყაროში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მისი სიკვდილის მიზეზი მედიკამენტოზური ინტოქსიკაცია გახდა. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნულ ვერსიას გარდაცვლილის ოჯახი არ ეთანხმება.