მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

რამიშვილი: მალე გამოჩნდება, რომ ეს იყო დაგეგმილი მკვლელობა

ადვოკატი, უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი.

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მალე გამოჩნდება, რომ საქმე არა თვითმკვლელობას, არამედ დადგეგმილ მკვლელობას ეხება.

„ბევრი რაღაც იცვლება. ბევრი ვერსიით რომ ხდებოდა სიმართლის გადაფარვა და იმის გამოჩენა, რომ ეს თვითმკვლელობა, ან სულ მცირე თვითმკვლელობამდე მიყვანა იყო, ასე ვეღარ მოხდება. ძალიან მალე გამოჩნდება, რომ ყველაფერი ისეთი ადამიანების მიერ განხორციელდა, ისეთ რამესთან გვაქვს საქმე, რომ ეს იყო ზუსტად დადგეგმილი მკვლელობა“, - აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, როგორც ირკვევა, თამარ ბაჩალიაშვილის სიკვდილი მის სამსახურს პირდაპირ არ უკავშირდება.

„მის სამსახურს პირდაპირ არ უკავშირდება. ახლა თავს შევიკავებ და არ ვიტყვი, მაგრამ სულ სხვა სიმაღლეებზე მივდივართ. რაღაც ვერსიები არის, თუმცა კონკრეტულად სახელებსა და გვარებს ვერ დავასახელებ“, - განაცხადა უფლებადამცველმა.

მიხეილ რამიშვილი და გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები შინაგან საქმეთა სამინისტროში საქმის შესახებ ახალი გარემოებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდნენ.

გარდაცვლილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება FBI-ის ჩართვას არ დაელოდება და პასუხს კითხვაზე, თუ როგორ დაიღუპა თამარი, თავად გასცემს, რაც მისთვის მიუღებელია.

23 წლის პროგრამისტი სახლიდან 18 ივლისს გავიდა და გაუჩინარდა. 5-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 143-ე თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით მიმდინარეობს.