მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს

შემოსავლების სამსახური

29 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, 740 კოლოფი (14,800 ღერი) უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტი გამოვლინდა, რომელიც შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.

„საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.