მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

შსს-ს ქუთაისის პოლიციის სამმართველოში არასრულწლოვნებზე მორგებული სივრცე მოეწყო

შინაგან საქმეთა სამ

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის პოლიციის სამმართველოში დასრულდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რომლის შედეგად აღნიშნულ სამმართველოში შეიქმნა არასრულწლოვნებზე მორგებული გარემო. ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არასრულწლოვანთა სივრცე მოწყობილია გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ შემუშავებულ კონცეფციაზე დაყრდნობით.

„სივრცე უზრუნველყოფილია არასრულწლოვნის გამოკითხვისთვის საჭირო ოთახებით და აუდიო/ვიდეო აპარატურით, იზოლირებული შესასვლელით და მოსაცდელით. გარემოს არსებობა ხელს უწყობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის პრინციპების მაღალი სტანდარტით დაცვას სამართალწარმოების ეტაპზე“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სამომავლოდაც აქტიურად გააგრძელებს პოლიციის დანაყოფებში ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობას.