მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

წეროვანთან 5 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა

წეროვანთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 5 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც PIA.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.