მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: ბოლო დღეებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გავათავისუფლეთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტიიიიიიიი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ზანგელანი აიღეს. ამის შესახებ ტელემიმართვაში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა. „ყარაბაღი აზერბაიჯანია, გაუმარჯოს ჩვენს შეიარაღებულ ძალებს!“ - განაცხადა ალიევმა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბოლო დღეებში აზერბაიჯანულმა ჯარმა ზანგელანის, ჯებრაილის, ფიზულის და ჰოჯავენდის რაიონებში 30-ზე მეტი დასახლებული პუნქტი აიღო.

ალიევმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული აზერბაიჯანის ტერიტორიის სრული გათავისუფლებაა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

18 ოქტომბერს ბაქო და ერევანი ცეცხლის შეწყვეტაზე კიდევ ერთხელ შეთანხმდნენ, თუმცა მალევე ორივე მხარემ ინფორმაცია გაავრცელა, რომ მოწინააღმდეგემ შეთანხმება დაარღვია.