მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზურა ბატიაშვილი: შესაძლოა აზერბაიჯანმა შუშა და სტეპანაკერტიც დაიკავოს

სამხედრო საკითხების ექსპერტი

„ცხადად ჩანს, რომ არის პაუზა, რათა მოხდეს ძალთა გადაჯგუფება. ამის შემდეგ უნდა ველოდოთ ყველა ფრონტზე მოქმედებების გააქტიურებას. მათ შორის აზერბაიჯანმა შესაძლოა დაიკავოს ახალი რაიონული ცენტრები და ასევე შუშა-სტეპანაკერტი“, - ამის შესახებ რონდელის ფონდის მკვლევარმა ზურა ბატიაშვილმა ყარაბაღის ომთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აშკარაა, რომ ომისთვის სომხეთს ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის.

„20-დღიანი ბრძოლის შემდეგ აზერბაიჯანმა დაიკავა 3 რაიონული ცენტრი, რომელთაგან ფიზული და ჯებრაილში არის იმ 7 რაიონში, რომელიც ოკუპირებულია ყარაბაღის გარეთ და ერთი - ჰადრუთი, ყარაბაღში. ჰადრუთი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელიდან-ხელში გადადიოდა. სამხრეთი იქცა ომის მთავარ ცენტრად.

აშკარად ჩანს, რომ სომხურ მხარეს ადამიანური რესურსი არ ჰყოფნის. არსებობს რეგიონები, სადაც აზერბაიჯანი წინ მიიწევს და მან ირანის საზღვრის გასწვრივაც დაიკავა ტერიტორიები“, - აღნიშნა მკვლევარმა სატელევიზო ეთერში ჩართვისას.

ზურა ბატიაშვილი, ყარაბაღის ომის ფონზე, დავით გარეჯის საქმის განვითარებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ახლა, ამ მიმართულებით გააქტიურება არაგონივრული გადაწყვეტილებაა.

„არც თუ ისე გონივრული გადაწყვეტილებაა, როცა მეზობელი ქვეყნები ჩართული არიან საბრძოლო მოქმედებებში ერთმანეთის წინააღმდეგ, ამ დროს ასეთი სათუთი თემის წინ წამოწევა. რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებების გამო კეთდება“, - აღნიშნა ზურა ბატიაშვილმა.

მისი თქმით, თუ ასეთი აუცილებლობა არსებობდა, გარეჯის საკითხზე გამოძიების დაწყება შესალებელი იყო გასულ წლებში დაყწყებულიყო.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაინაჯს შორის სამხედრო დაპირისპირება 27 სექტმებერს განახლდა.

მას შემდეგ მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ორჯერ დადეს, თუმცა მხარეების მიერ ორივე ხელშეკრულება დაირღვა.