მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

დღეს ეროვნული გმირის ზაზა დამენიას დაბადების დღეა

ეროვნული გმირის დაბადების დღე

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების ხელმძღვანელმა პირებმა, ზაზა დამენიას ოჯახის წევრებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ინფორმაციისთვის, კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა.

იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. ზაზა დამენიამ საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. იგი სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა, რითაც სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა.