სამხედრო

ნატო–საქართველოს ერთობლივი საზღვაო წვრთნები შეცვლილი ფორმით ჩატარდება

ნატოს გემები
21:37 07.04
დაკოპირებულია

ფოთის პორტში ნატოს მუდმივმოქმედ მეორე საზღვაო შენაერთის (SNMG2) 4 ხომალდი შევიდა: ფლაგმანი ITS VIRGINIO FASAN (იტალია), HMCS FREDERICTON (კანადა), ROS REGINA MARIA (რუმინეთი) და BGS VERNI (ბულგარეთი). დაგეგმილ ერთობლივ წვრთნებში კიშენაერთის მეხუთე ხომალდიც TCG SALIHREIS (თურქეთი) ჩაერთვება.

შენაერთის ვიზიტი შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის მაგალითია და წარმოადგენს ალიანსის მხრიდან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისმხარდაჭერის მორიგ დადასტურებას.

ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდები "ოჩამჩირე" [P23] და "დიოსკურია" [P25] და ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ.

წვრთნების მიზანია ნატო-სა და საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთმოქმედებისა და ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლება.

შენაერთის ვიზიტი საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება. ახალი კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, გაუქმებულია საჯარო და კულტურული ღონისძიებები.

შეხვედრები გაიმართება დისტანციურად, ვიდეო-კონფერენციის ფორმატში. ერთობლივი წვრთნები კი მოიცავს მხოლოდ ხომალდების მანევრებს ეკიპაჟების ურთიერთქმედების გარეშე. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე საზღვაო შენაერთის ხომალდები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს 10 აპრილს, ერთობლივი წვრთნების ჩატარების შემდეგ დატოვებენ. ეს მიმდინარე წელს შენაერთის პირველი ვიზიტია საქართველოში.

2019 წლის მანძილზე ნატოს ხომალდები საქართველოს პორტებს ორჯერ - აპრილსა და ოქტომბერში ესტუმრნენ.

კოსმოსური ხომალდი

NASA-სა და SPACEX-ის ასტრონავტების კოსმო...

აშშ–ის ბოლო 9 წელიწადში პირველი პილოტირებული კოსმოსური გაფრენა უამინდობის გამო გ...
"მისი სიტყვა ჩემთან დაკავშირებით ძალიან ხმამაღლა იყო დაწერილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა მე მხედავს...
23:16 27.05
ჩინელმა მეცნიერებმა, 185 ქვეყნის მონაცემებზე დაყრდნობით, კორონავირუსის გავრცელებისთვის ყველაზე ხელსა...
22:45 27.05
იტალიაში ბოლო დღე ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების 117 შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყანაში...
22:16 27.05
"ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ. ხოლო როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 200-ლარიან დახმარებაზე, დებულებაში...
21:59 27.05
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი 2 გიორგი გახარიამ წარადგინა ანგარიში მშვიდად, წ...
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ს...
განათლების მინისტრის მოადგილემ ინოვაციებ...
განათლების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა ევროკომისიის ორგანიზებით კვლევები...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართ...
„დარწმუნებული ვარ, რომ სტრატეგიული ურთიერთობები საქართველოსა და უკრაინას შორის შ...
პრემიერი: რელიგია არის ბეწვის ხიდი, რაზე...
„რელიგია არის ის ბეწვის ხიდი, წითელი ხაზი, რაზეც ვთვლი, რომ ხელისუფლებამ კი არა,...