სამხედრო

სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

კორონავირუსის ინფექცია, 2020 5
10:54 27.03
დაკოპირებულია

დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზის პასუხების მიხედვით სამხედრო მოსამსახურეებს კორონავირუსული ინფექცია არ უდასტურდებათ. აღნიშნულის შესახებ PIA.GE-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

სამინისტროში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დღემდე არც ერთ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დადასტურებია. ასევე, გამოკვლევის შედეგად არ დადასტურდა ერთი სამხედროს პნევმონიის დიაგნოზი.

"ვინაიდან სამინისტროს გადაწყვეტილებით კორონავირუსისთვის ან სეზონური გრიპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მქონე ყველა სამხედრო მოსამსახურე მკურნალობის კურსს სამხედრო ჰოსპიტალში გადის, გუშინ თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი სამხედრო მოსამსახურე სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.  გორის სამხედრო ჰოსპიტალში სამხედო მოსამსახურეებს მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება უტარდებათ. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჰოსპიტალის მომზადებისა და კორონავირუსის ინფექციის კონტროლის დონე უმაღლესი კატეგორიით შეაფასა.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მედიას და სხვა პროფესიულ ჯგუფებს წინასწარ არ გაავრცელონ ინფორმაცია და სამედიცინო პროფილაქტიკური ღონისძიება არ შეაფასონ, როგორც ვირუსის გავრცელების დადასტურებული შემთხვევა. დაელოდონ როგორც უწყების ოფიციალურ განცხადებას, ასევე მკაფიო სამედიცინო დასკვნებს", - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში.

კოსმოსური ხომალდი

NASA-სა და SPACEX-ის ასტრონავტების კოსმო...

აშშ–ის ბოლო 9 წელიწადში პირველი პილოტირებული კოსმოსური გაფრენა უამინდობის გამო გ...
"ეს ადამიანები სეზონურად მუშაობენ. ხოლო როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ 1 200-ლარიან დახმარებაზე, დებულებაში...
21:59 27.05
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშს ს...
21:47 27.05
ზუგდიდის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყო...
21:21 27.05
საქართველოს ბანკმა მომხმარებლისათვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით ციფრულ არხებში ჩატის ფ...
20:45 27.05
პატრულის მანქანა - დეტალი ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 30 პირი დ...
ბათუმში 7 მაისს მომხდარი ხულიგნობის ფაქტზე დაკავებულების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა, ბრალდებულები...
პრემიერი სერგო რატიანს: სახელმწიფო ხომ ა...
"ბატონო სერგო სახელმწიფო ხომ არ გავაუქმოთ საერთოდ ? ეს ზუსტად ის, არის რაც თქვენ...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანი...
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა და კომპანია „ემ ბი ჯის“ ხელმძღვანელმა გრემის თემის...
პრემიერი: საპენსიო ფონდი არის ხელშეუხებე...
"საპენსიო რეფორმა ქვეყნის ფინანსური მდგომადობისთვის არის უმნიშვნელოვანესი ელემენ...