სამხედრო

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა
14:53 11.08
დაკოპირებულია

შინდისის ბრძოლიდან 12 წელი გავიდა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა და სამხედრო მოსამსახურეებმა პატივი მიაგეს. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„ეს გმირობის ის მაგალითია, რომელზეც მომავალი თაობა, ჩვენი შვილები უნდა აღიზარდონ. სწორედ, ამ ჩვიდმეტმა ვაჟკაცმა აჩვენა სამაგალითო თავგანწირვა. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

დღესვე, სასულიერო პირებმა გმირულად დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
მოგვიანებით, თავდაცვის მინისტრმა ძველი რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივ მოსახლე ბადრი (ახმეტა) ხუციშვილთან ერთად დაათვალიერა. მან ბადრი ხუციშვილს მადლობა გადაუხადა შინდისის ბრძოლის დროს დაჭრილი ჯარისკაცების გადარჩენისთვის, სამხედროების ოჯახში შეფარებისა და უანგარო ზრუნვისთვის.

მისი განცხადებით, ასეთ თანამედროვე გმირებს საზოგადოება უნდა იცნობდეს.

ცნობისთვის, შინდისის ბრძოლა 2008 წლის 11 აგვისტოს მოხდა და ერთ-ერთი გამორჩეული და მძიმე ეპიზოდია აგვისტოს ომის ქრონიკაში. რუსულ სამხედრო ნაწილთან უთანასწორო შეტაკების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - ალექსანდრე ონიანი, ემზარ წილოსანი, ვეფხვია ჯიშკარიანი, ზვიად კაცაძე, თეიმურაზ ბერიძე, ილია გაბუნია, ილია შეყლაშვილი, ირაკლი ჯანელიძე, კახა კოშაძე, ლევან მელქაძე, მარლენ ბარამია, მიხეილ დვალიშვილი, ნიკოლოზ ფორჩხიძე, რომან ზოიძე, რუსლან წულაძე, ფელიქს კაკაურიძე და შმაგი კუპატაძე.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

უახლესი ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის კონ...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
რეგიონში მიმდინარე დაძაბული პროცესების ფონზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა პრემიერმა გახარ...
36 წუთის წინ
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი აბორტის აკრძალვას ითხოვს. მან პარლამენტში „ჯანმრთელობის დაცვის შე...
43 წუთის წინ
„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი მოქალაქეებთ...
48 წუთის წინ
„საქართველოში, კორუფციის კონტროლის ხარისხის მიხედვით, საქართველო უკვე მესამედ მოხვდა ევროპის საუკეთე...
50 წუთის წინ
კენჭისყრის ოთახი „ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში მობილურის შე...
დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავს,...
53 წუთის წინ
16:03
ხობში კორონავირუსით ინფიცირებული სკოლის...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარიატას საჯარო სკოლის მიკროავტობუსის მძღოლი მუნიციპ...
ბაქო - თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში „S-300...
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თუ სომხეთი მთიან ყარაბაღში საზენ...
ემანუელ მაკრონსა სვეტლანა ტიხანოვსკაიას...
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტი...