მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გაერომ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოშალა

მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოიღეს

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მარიხუანა საშიში ნარკოტიკების სიიდან ამოშალა. ამ გადაწყვეტილებას 27-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, 25-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო უკრაინამ კენჭისყრისას თავი შეიკავა.  ამის შესახებ news.un.org იუწყება. 

გაეროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანა ნარკოტიკული საშუალებების კონვენციის სიიდან ამოიღეს. კონვენცია 1961 წელს იყო მიღებული. ამ სიაში შედის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებზეც მკაცრი კონტროლი ვრცელდება, მაგალითად ჰეროინი. გაერომ გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღო.

ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ გაეროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამედიცინო სფეროში მარიხუანის გამოყენებას ხელს შეუწყობს. ამასთანავე ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბევრ ქვეყანაში ამ ნივთიერებაზე კონტროლის მექანიზმები ახლო მომავალში არ შეიცვლება.