მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ისრაელში ვაქცინირებული პირებისთვის დახურულ სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება მოხსნილია

ნიღბების აუცილებლობა ისრაელში

ისრაელში 15 ივნისიდან დახურულ სივრცეში კოვიდვაქცინირებული ადამიანებისთვის პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ამის შესახებ timesofisrael.com იუწყება.

ნიღბის ტარება კვლავ სავალდებულოა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ვაქცინაცია არა აქვთ ჩატარებული, ასევე ადამიანებს, ვინც კარანტინში უნდა გადავიდეს და თვითმფრინავით მგზავრობის დროს.

სკოლებში ნიღბების ტარების ვალდებულება შენარჩუნდება, რადგანაც 16 წლამდე ახალგაზრდების დიდი ნაწილი ვაქცინირებული არ არის.

ისრაელში კოვიდვაქცინაცია მოსახლეობის ნახევარზე მეტს ჩატარებული აქვს. ამ და სხვა ზომების წყალობით ყოველდღიურმა ახალმა შემთხვევებმა 19-მდე იკლო. პიკურ პერიოდში დღიური ინფიცირება 8600-ს შეადგენდა.

ამჟამად ისრაელში 12-15 წლის მოზარდების ვაქცინაციის კამპანია დაიწყო. მისი დასრულების შემდეგ ჯანდაცვის სამინისტრო სკოლებშიც პირბადის ტარების აუცილებლობის გაუქმების შესაძლებლობას განიხილავს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „ჯერ არც ერთ ქვეყანას არ უთქვამს პირბადეებზე უარი და ნუ ვიქნებით ცუდი მაგალითი“ - ცერცვაძე