მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა

აქცია ბათუმში

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირებაა. 

ადგილზე შეკრებილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები.

ისინი აჭარის მთავრობის შენობაში შესვლას და თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა, ამის შესაძლებლობა მათ პოლიციის თანამშრომლებმა არ მისცეს.

სწორედ პოლიციის წინააღმდეგობამ გამოიწვია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება.

„ეს არის შეშინებული ხელისუფლების ქმედება. გვინდა შევხვდეთ რიჟვაძეს. ჩვენ ვახორციელებდით კონსტიტუციურ უფლებას, რაც პოლიციამ შეგვიზღუდა“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თორნიკე რიჟვაძემ.

ინფორმაციისთვის, ქვეყნის მასშტაბით აქციები საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაიწყო.