ახალ საარჩევნო მოდელზე საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის განხილვა სატელევიზიო ფორმატში მიმდინარეობს.
შექმნილია საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია. მათთან მოქალაქეების ინტერნეტის საშუალებით კითხვების დასმის შესაძლებლობა ექნებათ, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.
საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. 120/30-ზე მოდელი გულისხმობს, რომ პარლამენტში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.
2020 წლის საპარლამენტო არჩვნები 31 ოქტომბერს გაიმართება.