მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ახალქალაქში „ქართული ოცნების“ კანდიდატი სცემეს

სამველ მანუკიანი სცემეს

ახალქალაქის სოფელ დიდ სამსარში, ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაშავდა. ადგილობრივების თქმით, 25 ოქტომბერს მოსახლეობასა და სამველ მანუკიანს შორის შეკამათება მოხდა, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

სამველ მანუკიანი მცირე ტრავმებით ახალქალაქის ჰოსპიტალში იმყოფებოდა. ამას კლინიკის მთავარი მენეჯერი ალექსანდრე თოროიანი ადასტურებს. მისი თქმით, დეპუტატობის კანდიდატი სამედიცინო დაწესებულებიდან მალევე გაეწერა.

„დიდ სამსარში ჩხუბის დროს, სამველ მანუკიანი სცემეს, რის გამო სახეზე დაჟეჟილობა ჰქონდა. საავადმყოფოში იმყოფებოდა და მალევე გაიწერა“, - აცხადებს ალექსანდრე თოროიანი.

თავად სამველ მანუკიანი ფიზიკურ დაპირისპირებას უარყოფს. სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

„ქართული ოცნების“ ახალქალაქის შტაბში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იციან. თუმცა აღნიშნავენ, რომ მანუკიანი შტაბში ორი დღეა არ მისულა.