მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანრი ოხანაშვილი: ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე

„ჩვენ მუდმივად გვესმის დამოკიდებულება, რომ 9 წელზე არ ვისაუბროთ, არ შევაფასოთ ადამიანის უფლებათა დარღვევები. ჩვენი საზოგადოება ამას ძალიან კარგად ხედავს და აანალიზებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ადამიანთა უფლებების სისტემურ და უხეშ დარღვევებს უწოდებენ წარსულს მაშინ, როდესაც ეს არის აწმყო. „ქართული ოცნების“ გუნდისთვის ადამიანის უფლებები იყო, არის და იქნება ნომერ პირველი სიკეთე, რის დაცვასაც უნდა ვემსახურებოდეთ“, - განაცხადა ტვ „პირველის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ევროპული სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს იმ საქმეების განხილვა, რომლებიც 2012 წლამდე ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებებს ეხება.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ბუჯეტიდან 6 მლნ ლარის გადახდა მოგვიწია 2012 წლამდე ჩადენილი დარღვევების გამო, რათა იმ ადამიანებისთვის, ვისი უფლებებიც იქნა დაღრვეული, გადაგვეხადა კომპენსაცია. რა თქმა უნდა, ვერანაირი კომპენსაცია ვერ იქნება იმ უფლების აღმდგენი, რა უფლებაც მათ შეელახათ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

რაც შეეხება მუხლებს, მისი თქმით, საუბარია სიცოცხლის ხელყოფაზე, წამებაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფაზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის არცერთი ოპოზიციური ჯგუფი არ დასწრებია ამ საკითხის განხილვას კომიტეტის სხდომაზე. 2012 წლამდე 2800 საქმე იყო სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ. ამასთან 2019-2020 წლებშია გამოტანილი ის გადაწყვეტილებები, რომელიც ეხება მაგალითად, „ციხის ბუნტის“ საქმეს, ვაზაგაშვილის და შანავას საქმეს, რომელთაც ოპიზიცია წარსულს უწოდებს. კიდევ არაერთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც კიდევ ერთ განაჩენს გამოუტანს „ნაციონალურ მოძრაობას“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.