პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
არჩილ თალაკვაძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებთან ერთად 9 აპრილის ბაღში, 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდა. პარლამენტის წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.