მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აუდიტის სამსახური პარტია „გირჩს“ სასამართლოში უჩივის

გირჩის წევრი

აუდიტის სამსახური პარტია „გირჩს“ „გირჩი ტვ“-ში გასულ პოლიტიკურ რეკლამასთან დაკავშირებით, სასამართლოში უჩივის.

როგორც პარტიის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, ამ მასკარადით მას არჩევნებამდე დროს აკარგვინებენ და იგი უარს აცხადებს დაკისრებული 1600 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაზე.

„გირჩი ტვ-ზე“ გავიდა და აგვისტოშიც გადიოდა ჩვენი ერთ-ერთი რეკლამა, რომელიც ჩვენივე მომზადებულია და გვაჯარიმებენ იმის გამო, რომ თურმე პოლიტიკური პარტიის რეკლამა, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვდებთ სოციალურ ქსელში ტელევიზიაში არასაარჩევნო დროს გავიდა და თურმე ეს ქვეყნის კანონმდებლობით დასჯადი ყოფილა“, - აღნიშნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩაიმ ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-თან საუბრისას.

აგრეთვე მისი თქმით, ეს დავა იმ პერიოდში მიმდინარეობს, როცა პარალელურად უამრავი საარჩევნო კამპანიაა და გამალებით ყიდულობენ მოქალაქეთა ხმებს.

„ყველანაირად აბსურდია ეს ყველაფერი. რა ქვეყანაშიც ვცხოვრობთ იმას აჩვენებს, რომ თავს ვიტყუებთ თითქოს პოლიტიკური პარტიების ქმედებებს ვარეგულირებთ და ოპოზიციურ პარტიას აჯარიმებენ, არჩევნების წინა დღეებში პოლიტიკური პარტია ვხდებით დაყადაღებულები“, - დასძინა იაგო ხვიჩიამ.

მისი თქმით, პროცესზე დასწრებას არ აპირებს, რადგან ბათუმშია და საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს.

„საარჩევნო კამპანიას ვატარებ და ამ სისულელეებისთვის არ მცალია, უბრალოდ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რაც ხდება“, - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „გირჩი ტვ“ აღნიშნულ პარტიას ეკუთვნის.