მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„დაიცავი არჩევანი“ - პარლამენტთან კარვები გაშალეს

აქცია პარლამენტთან

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. 

საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსა და „ლოკდაუნის“ გაუქმებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვები გაშალეს.

მათ სიმბოლურად წითელი ხაზი გაავლეს. მათივე თქმით, წითელ ხაზს მიღმა საბჭოთა კავშირია, ხოლო მეორე მხარეს თავისუფალი საქართველოა.

„დღეს აქ სიმბოლურად გავავლეთ ისტორიის წითელი ხაზი, სივრცე გაიყო მკაფიოდ ორ ნაწილად. ამ წითელი ხაზის იქით არის ტირანიის და საბჭოთა კავშირის სივრცე, ხოლო წითელი ხაზის აქეთ თავისუფლების სივრცეა. ახლა თითოეულმა მოქალაქემ ინდივიდუალურად უნდა გადაწყვიტოს ამ წითელი ხაზის რომელ მხარეს დგება“, - აცხადებს აქციის მონაწილე.

აქციის მონაწილეები პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.

ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნების II ტური 21 ნოემბერს გაიმართა. ოპოზიციურმა სპექტრმა არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტი გამოუცხადა.