პოლიტიკა

დავით სონღულაშვილი: გურჯაანი ხედავს ახალ პერსპექტივას

დავით სონღულაშვილი გურჯაანში
23:41 14.08
დაკოპირებულია

„ეს არის კუთხე და მუნიციპალიტეტი, რომლის მაჟორიტარობაც გასული ოთხი წლის განმავლობაში იყო და არის ჩემი ცხოვრების არსი, ამით ვცხოვრობდი და ამას ვაწვებოდი“,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

„ეს არის მუნიციპალიტეტი, სადაც ჩვენ, მოსახლეობასთან ერთად 2016 წელს შევქმენით საარჩევნო პროგრამა, სადაც სოფელ-სოფელ, კარდაკარ დავდიოდით, ვსწავლობდით ხალხის საჭიროებებს და შესაბამისად ამაზე იყო შედგენილი შემდგომი ოთხი წლის სამოქმედო გეგმა.

გურჯაანი შეიცვალა, შეიცვალა სოფლები, შეიცვალა ინფრასტრუქტურა და რაც მთავარია, შეიცვალა მიდგომები როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე მოსახლეობის მხრიდანაც.

გურჯაანი ხედავს ახალ პერსპექტივას, გურჯაანში მკაფიოდ ესმით ცვლილებების არსი და მიმართულება, გურჯაანი თავად არის ცვლილებების მაგალითი.

მთავარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, შეიცვალა დამოკიდებულებებები. ჯერ კიდევ 2016 წელს, წინასაარჩევნოდ დავდიოდი, ჯან-ღონით სავსე ხალხი მხვდებოდა და ერთადერთი რასაც ნატრულობდნენ, დროზე დადგომოდათ საპენსიო ასაკი. დღეს ეს ხალხი აქტიურად არის ჩაბმული იმ ფერხულში ბატონო პრემიერო, ბატონო კახი, ბატონო ირაკლი, რომელიც თქვენ ბრძანეთ. ქმნიან ერთად იმ ღირებულებათა ჯაჭვს და ქმნიან იმ დოვლათს, რომელიც ქვეყანას ადგება.

დინამიკაში კარგად ჩანს, როგორ შეიცვალა ჯამში მოთხოვნები, როგორ გახდა მათი გზავნილები პიროვნულიდან საზოგადო და როგორი ცვლილებები განიცადა მომავლისადმი დამოკიდებულებამ.

ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი, შევასრულე რა თქმა უნდა, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, გულწრფელად არ დავაკელით ცდა, არ დავაკელი მონდომება არცერთ საკითხს, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში იყო გურჯაანის გამოწვევა.თუ აქამდე გურჯაანში რთველს მარტო ერთ თვიან პერიოდს ეძახდნენ, როცა ყურძენი იკრიფებოდა, ახლა ამ პერიოდის განმავლობაში, რთველი ეს არის მოსავლის აღების ზეიმი, რომელიც იწყება მაისიდან, მარწყვის კრეფის პერიოდიდან, გრძელდება ივნის-ივლისში, ატმით რა თქმა უნდა გვირგვინდება ყურძნის რთველით და ეს მხოლოდ და მხოლოდ იმით არის შესაძლებელი, რომ ჩვენ, გურჯაანელებო, ერთად დავდექით და შევძელით ამის ერთად კეთება.

მუნიციპალიტეტში მგზავრობისას შეამჩნევდით, ძალიან ბევრი მშენებარე ობიექტები, ძალიან ბევრი სკოლები, ძალიან ბევრი ბაღები განახლდა. შენდება ტექნოპარკი. ხდება ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია, აშენდა ათობით სამაცივრე მეურნეობა. ეს შესაძლებელი იყო ეკონომიკის სამინისტროს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მთავრობის გვერდში დგომით რა თქმა უნდა და ეს მხოლოდ და მხოლოდ გურჯაანელების მონდომებით და გვერდში დგომით. ეს სხვანაირად არ იქნებოდა, მარტო ერთი კაცი ამ საქმეს ვერ გავაკეთებდი“,- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

მისი თქმით, 2016 წლიდან ცენტრალური ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე დაფინანსება ოთხჯერ გაიზარდა. ინვესტიციები გურჯაანში თერთმეტჯერ არის გაზრდილი.

„ეს გვიქმნის იმის პერსპექტივას, რომ ჩვენ ერთად შევძლოთ იმ გამოწვევების დამარცხება, რომელიც დღეს გურჯაანელებთან გვიდგას. ეს არის წყლის პრობლემები, გზის პრობლემები, რომელიც დღეს ისედაც არსებობს და დგას მაგრამ, ეს მხოლოდ და მხოლოდ თქვენი გვერდში დგომით იქნება შესაძლებელი, რა თქმა უნდა ეს ადვილი არ არის. რა თქმა უნდა, ეს ძალიან რთული დაპირებაა, თუმცა ეს გაკეთებადია თუ ჩვენ ერთად დავდგებით საქმის საკეთებლად. ამიტომ ჩვენი დაპირებაც არ იქნება მარტივი შესასრულებელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც ოთხი წლის წინ მიცემულ დაპირებას, ახლაც ყველას შევასრულებთ.

განვლილი ოთხი წელი ჩემთვის და ჩვენი თანამოაზრეებისთვის იყო იმედისა და ღირსების მარში. ჩვენ არ შეგვიძლია დავივიწყოთ ის მომენტი, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გურჯაანს დაუბრუნდა ფუნქცია. გურჯაანელებს დაუბრუნდათ ღირსება. ის ღირსება, რომლითაც დღეს ამაყობენ, რომ გურჯაანში ტარდება საქართველოში ყველაზე მაგარი რთველის ფესტივალი, საერთაშორისო დონის კულინარიის ფესტივალი. ეს მხოლოდ გურჯაანელების გვერდში დგომით იქნა და მხოლოდ გურჯაანელების ჩართულობით იქნა.

ჩვენ შევძელით, რომ ამ ოთხი წლის განმავლობაში სახალხო მოძრაობის დასაწყისს ჩავუყარეთ სათავე, თვითდაჯერებული და მომავლის იმედით აღსავსე გურჯაანელებისთვის!“,- აღნიშნა მაჟორიტარობის კანდიდატმა.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დაპირებულს ასრულებს.

დიახ, ჩვენი ხელისუფლება არის სიტყვის შემსრულებელი, სიტყვის საქმით შემსრულებელი ხელისუფლება.

დიახ, მე ვარ გურჯაანის დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ დავით სონღულაშვილი და ვიცი სიტყვის ფასიც და სიტყვის საქმედ ქცევაც.

დიახ, ჩვენ ერთად უკვე მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას და დიახ, ჩვენ უფრო დიდ წარმატებას აუცილებლად ერთად მივაღწევთ!“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი განახლდა - ახალი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რ...
23:31 27.09
სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დ...
23:04 27.09
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდ...
22:25 27.09
„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის...
22:11 27.09
საფრანგეთის პრეზიდენტი 2020 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე:...
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყა...
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლი...
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმ...
Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ...
თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობი...
19:07 27.09
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა...
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხორ...