მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ეკატერინე ტიკარაძე: თენგიზ ცერცვაძე თავის პაციენტებს, სახელმწიფოსა და მინისტრს არ უღალატებს

ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის გადადგომის შესახებ ინფორმაციას ეხმაურება.

„დღეს მე და ბატონ თენგიზს კომუნიკაცია არ გვქონია, თუმცა ჩვენ გუშინ გვქონდა საკორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც ბატონი თენგიზი ხელმძღვანელობს კლინიკურ ჯგუფს, რის შედეგადაც დაგეგმილია, რომ ბატონი თენგიზი წავიდეს ბათუმში".

რამდენადაც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, ბატონი თენგიზი არ ტოვებს თანამდებობას და აგრძელებს მუშაობას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობაა COVID-თან მიმართებაში, ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, თავის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თენგის ცერცვაძეს, თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მინისტრისთვის არ მიუმართავს. აქვე დაადასტურა, რომ ჯანდაცვის მინისტრსა და ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის დირექტორს შორის დაპირისპირებას ადგილი არ აქვს.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, გოგა ბერიძემ ოფიციალურ განცხადებაში განმარტა, კლინიკის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება და ამავე დროს, „ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერია.