მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია: ჩვენს მოქალაქეებს უჭირთ

ურსულა ფონ დერ ლაიენმა გახარიას მუშაობა დადებითად შეაფასა

"ჩვენს მოქალაქეებს დღეს, კრიზისიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა უჭირთ. ბევრმა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი, ამიტომ, ჩვენ არ გვაქვს ლოდინის დრო და შესაძლებლობა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ახალი კორონავირუსი მსოფლიო გამოწვევაა, არის გლობალური კრიზისი, რასაც საქართველო, როგორც პატარა სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს გლობალური პანდემიაა, გლობალური გამოწვევა, რა თქმა უნდა ეს არის გლობალური ეკონომიკური კრიზისი და შეუძლებელია, ცალკე აღებული პატარა სახელმწიფო მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, მაგრამ ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფად.

ჩვენ 4 სექტორში წარმოვადგინეთ ანტიკრიზისული გეგმა. პოსტკრიზისული ეკონომიკური სტრატეგია, ეს არის სხვა ისტორია, სხვა გეგმა, ამას სხვა დონის მუშაობა სჭირდება.

ახლა ჩვენ მვუშაობთ მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაზე, რომელზეც გარდა ჩვენი ადგილობრივი ექსპერტებისა , მუშაობენ კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის საუკეთესო მეცნიერები", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.