მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია კომპანია "ჯიბე"-ზე: არც ვიცი, ვინ მუშაობდა იქ და არც რაიმე კავშირი მქონია

პრემიერ-მინისტრი

"რა სამართლებრივ რეაგირებაზე საუბრობთ, ფასწარმოქამნაზე რეაგირება კი სულ სხვა საკითხია. აქ იყო ნათქვამი, რომ ჩემი გვარის ადამიანი მუშაობდა ამ კომპანიაში, რომ დირექტორი იყო და ა.შ. არც ვიცი ვინ მუშაობდა და არც რაიმე კავშირი მქონია. ასე, ჩემი გვარის ადამიანი ბევრ რაღაცას აკეთებს",- ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სადისტრიბუციო კომპანია "ჯიბეს"-სთან დააკვშირებით პარლამენტში დასმულ კითხვას.

მისი თქმით, ჩაკეტილი ზონებიდან კომპანია "ჯიბეს" გარდა ბოსტნეულის დისტრიბუციას 12 სხვა კომპანია ახორციელებდა, ხოლო ჯამში მარნეულის მუნიციპალიტეტიდან 5000 ტ-მდე ბოსტნეული იქნა გამოტანილი, საიდანაც აღნიშნულმა კომპანიამ მხოლოდ 400 ტ გამოიტანა.