მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გახარია კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტზე: პირდაპირ წერია, რომ არ ეხება მედიას

გახარია სხდომაზე

„ეს არის კიდევ ერთი ტყუილი. მედიის თვალსაზრისით ეს არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით განაცხადა.

„როგორც ვიცი, საკანონმდებლო ინიციატივაში პირდაპირ წერია, რომ ეს არ ეხება მედიას. ერთი რამ უნდა გაითვალისწინოთ, ის რაც ქვეყანაში აქამდე ხდებოდა - განუკითხაობა, ეს დასასრულებელია. ქვეყანაში არსებობს კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რომელზეც მისი მფლობელების გარდა, სახელმწიფოც პასუხისმგებელია. სანამ კრიტიკული ინფრასტრუქტურის მართვის სრულფასოვანი საკანონმდებლო ჩარჩო გვექნება, უნდა ვიზრუნოთ მსგავს მიმართულებებზე“, - აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს მთავრობის ინიცირებული კანონპროექტით, რომლის ავტორებიც არიან მთავრობის ადმინისტრაცია და კომუნიკაციების ეროვნული კომისია, განსაზღვრულია, რა შემთვევაში შეუძლია კომისიას სპეციალური მმართველის დანიშვნა.