მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გიორგი გახარია ბორის ჯონსონს გამოჯანმრთელებას უსურვებს

პრემიერ-მინისტრი

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბრიტანელ კოლეგას ბორის ჯონსონს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს.

მთავრობის მეთაური ტვიტერზე წერს, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა ახალ კორონავირუსს ისევე დაძლევს, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა.

“საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ ბორის ჯონსონს. დარწმუნებული ვართ, რომ ბრიტანელი ხალხი და მთავრობა დაძლევს ახალ კორონავირუსს და ამ გამოწვევას ისევე, როგორც ამას ყოველთვის ახერხებდა ერის მთელი ისტორიის მანძილზე“, - აღნიშნავს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, რომ ბორის ჯონსონი გვიან ღამით საავადმყოფიში გადაიყვანეს. მას კორონავირუსის დიაგნოზი აქვს.