მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გოგი მეშველიანმა წალკის მუნიციპალიტეტში ამომრჩევლებთან შეხვედრების პირველი ეტაპი დაასრულა

ოცნების კანდიდატი

„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გოგი მეშველიანი არწევანში, გუმბათსა და ავრალნოში იმყოფებოდა, რითაც პრაქტიკულად დაასრულა წალკის მუნიციპალიტეტის სოფლების ამომრჩევლთან შეხვედრების პირველი ეტაპი. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, გოგი მეშველიანი ადგილობრივების საჭიროებებს ყველა სოფელში გაეცნო.

გოგი მეშველიანის თქმით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გაგრძელდება და ასევე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებთან, რათა პრობლემების გადაჭრის გზებზე იმსჯელონ.