მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

გრიგოლ ვაშაძე: „ქართული ოცნებისგან“ კომპრომისულ წინადადებას ველოდები

ნაციონალური მოძრაობის წევრი, 2020

„ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადებას“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, ვერცერთი ფასილიტატორი ოპოზიციის მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ფასილიტატორებს კიდევ ერთხელ გავუმეორე, რომ ყველაზე მთავარი ოპოზიციის მოთხოვნებში არის ვადამდელი არჩევნები, სრულიად ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია და პოლიტპატიმრების გამოშვება.

„ქართული ოცნებისგან“ ველოდები კომპრომისულ წინადადებას. 2021 წელი იქნება ძალიან სახიფათო ყველა თვალსაზრისით. ამიტომ, რაც უფრო მალე ქართველები ერთმანეთში მოვნახავთ კომპრომიზს ეს უკეთესი იქნება საქართველოს მოქალაქისთვის. ვერცერთი ფასილიტატორი ჩვენს მაგივრად გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს“, - აცხადებს ვაშაძე.

ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან ინდივიდუალურ შეხვედრას მართავს.

არცერთი ოპოზიციური პარტია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და გაყალბებაზე საუბრობენ. ისინი საპარლამენტო მანდატზე უარს აცხადებენ.

აგრეთვე წაიკითხეთ: 👇

🔴 ვაშაძე: კრიზისის განმუხტვის გასაღები „ქართული ოცნების“ ხელშია

🔴 „ნაციონალური მოძრაობა“ ამომრჩევლებს მოუწოდებს არჩევნებზე არ მივიდნენ