მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

იაგო ხვიჩია: რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი ჯაფარას მეგობარი და დამფინანსებელია

გირჩის წევრი

„მოვყვები რამდენიმე მაგალითს, როცა ამ ქვეყნის ერთი შეხედვით ყველაზე გამოსულმა ლიბერალურმა საზოგადოებამ დაუმსახურებელი ტალახი მესროლა“, - აცხადებს პოლიტიკური პარტია „გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.

როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, არც ერთ შემთხვევაში, არავის არ უცდია სინამდვილეში გაეგო რა ვთქვი, ისე დაიწყეს დაგეგმილი ტალახის სროლის კამპანია.

„კამპანიის შინაარსი ასეთია, დაგაბრალებენ რაღაც სისულელეს და მიუხედავად იმისა, რომ რაც შენ დაგაბრალეს იმას შენც ხმალამოღებული ებრძვი, დისკუსია აქეთ არ მიდის, უფრო სწორად საერთოდ არ მიდის.

უბრალოდ გლანძღავენ, ხოლო ვითომ შენი გულშემატკივრები რომლებიც არ გლანძღავენ, შენს მაგინებლებს თითქოს გულისტკივილით ეთანხმებიან რომ შენ ეს არ უნდა გეთქვა.

ვიმეორებ, ეს ყველაფერი ხდება ისე რომ არავის არ აინტერესებს რეალურად შენ რა თქვი“, - აღნიშნავს იაგო ხვიჩია.

„გირჩის“ წევრს რამდენიმე მაგალითიც მოჰყავს.

მაგალითი N1

„რამდენიმე წლის წინ მე და ჩემი მეგობარი ეკა ონიანი ხუმრობით ვსაუბრობდით, პროსტიტუციის ლეგალიზაციაზე, ფემინისტები ამბობდნენ რომ პროსტიტუცია არ უნდა იყოს ლეგალური, ქალებს იძულებით ამუშავებენ და ამ იძულების ლეგალიზება არ მოსულაო.

საკუთარ მეგობარს, ნახევრად ხუმრობით, კომენტარად დავუწერე, რომ ეგ არგუმენტი ყოველთვის არ იმუშავებს, რადგან ზოგი ადამიანისთვის ეს საქმე შეიძლება ძალიანაც პრესტიჟულიც კი იყოს მეთქი.

მაგალითად, არსებობენ ადამიანები საზოგადოების 1-2%, რომელთაც შეუძლიათ დღეში 20 ზე მეტი ორგაზმის განცდა, შეიძლება ამას დავარქვათ გადახრა ან რამე მაგრამ ეს ფაქტია.

ეკას ვკითხე ნახევარ ხუმრობით ასეთი ადამიანისთვის ხომ შეიძლება ეს საქმიანობა წარმატებული იყოს, თუ მას უკანონოდ არ ვაქცევთ და დევნას არ დავუწყებთქო.

დაათრევდნენ სქრინს სადაც ეგ ეწერა რაც ზემოთ ვთქვი და იძახდნენ იაგომ თქვა ყველა ბოზს 20 ორგაზმი აქვსო.
კი არ მელაპარაკებოდნენ, მლანძღავდნენ იმის გამო რაც მართალი იყო.“

მაგალითი N2


„სადღაც რამდენიმე წლის წინ დამიწერია, რომ ძაღლი სამართლებრივად არის ნივთი.

ერთი წლის წინ ვიღაც სულელმა ძაღლი გადმოაგდო მრავალსართულიანი სახლიდან. ამ ორ ფაქტს შორის განსხვავება 2 წელი მაინც იყო.

ვიღაცამ გააძრო ჩემი კომენტარი, რომელიც ძაღლის გადმოგდებამდე 2 წლით ადრე დაიწერა, მიაბა ძაღლის გადმოგდების ნიუსს და გამოვიდა, რომ მე ვთქვი რა პრობლემაა ძაღლის გადმოგდება ეგ ხო ნივთია.

არადა სამართლებრივად ძაღლიც, ღორიც და ცხვარიც ნივთია, შეილება მათი გასხვისება ან განადგურება.
ეს იცის ყველა საშუალო კალიბრის იურისტმა.

ძაღლთ მოძულის სტატუსი მაინც ვერ მომაკერეს, რადგან ჩემმა ქუჩიდან ნაშვილებმა „ვოლფგანგმა“ მიხსნა“.

მაგალითი N3

„კორონას განთიადია და ტელევიზორში ვხედავ რომ იტალიიდან ჩამოსულ ხალხს სიცხეს უზომავენ და მიჰყავთ კარანტინში.

ანუ მხოლოდ ეჭვის საფუძველზე ამწყვდევენ, იმიტომ რომ იტალიაში იყვნენ ნამყოფები.

ვთქვი კარანტინი ციხეა მეთქი.

თუ რამე ოთახში დაგამწყვდევენ და კარებს დაგიკეტავენ ყველგან ციხეა.

ეს დღეს ელემენტარული ამბავია, მაგრამ მაშინ კარანტინი მოდაში იყო და ხალხი პირდაპირ მოითხოვდა ყველას დაკავებას ვინც უცხოეთში იყო ნამყოფი“.


მაგალითი N4
(აწმყო)

„ტელევიზორში ვხედავ რომ ადამიანი დაიჭირეს პორნო დისკების შეძენისთვის და ფლობისთვის, როგორც გამოძიება გვაუწყებს ამ დისკებს შორის იყო არასრულწლოვანთა პორნოს შემცველი მასალები.

გადაცემაში, ისევე როგორც მის საფუძველზე შექმნილ სტატიაში არაფერი წერია ძალადობაზე, არც იმაზე რომ ადამიანმა ბავშვთა პორნო გადაიღო ან დააორგანიზა.

ნიუსი ამბობს, რომ ამ ადამიანმა შეიძინა პორნო მასალა და მისით სარგებლობდა.

პორნოს ნაწილში კი თურმე არასრულწლოვანები მონაწილეობენ.

ამის გამო იჭერენ.

ვთქვი რომ ამის გამო დაჭერა არ მოსულა, არაფრის ნახვის და სხვისთვის ჩვენებისთვის არ მოსულა ადამიანის დაჭერა.

კაი კაციაო კი არ მითქვამს, პორნოს ყურების გამო დაჭერა არ მოსულათქო. (იხ. სკრინი)

ამაზე ჩვენ სარჩელიც გვქონდა შეტანილი, ანი აროშიძის საქმეზე.

ეგ სარჩელი ჯგერეს და ჩემი დაწერილია და იქ ზუსტად იგივე წერია რაც იმ სტატუსში რის გამოც პედოფილიაში მდებენ ბრალს. ბრალს ის ხალხი მდებს, ვინც ანის საქმის ერთ ერთი სპონსორიც კი იყო. ჩემდა სამწუხაროდ ანიც ახლა სხვა პოზიციაზეა, ფიქრობს რომ თვითონ არ იყო დამნაშავე პოლიტიკოსის კადრების გავრცელებაში, მაგრამ ახლა საქმე არასრულწლოვანს ეხება და ეს სხვა შემთხვევაა.

ყველა ამ ორკესტრირებულ კამპანიაში მინაწილეობს, როგორც წესი, ერთი და იგივე ხალხი, მათ შორის ჩემი ძველი მეგობრები.

მე მინდა, ჩემ ნამდვილ მეგობრებს გთხოვოთ, ისე როგორც მედიას ვთხოვ იგივეს, დამეხმარეთ ამ ტალახის შხეფების მოგერიებაში და საწინააღმდეგო ინფორმაციის გავრცელებაში. რაც შეეხება ჩემი მეგობრის და კარგი ადამიანის Toresa Mossy -ს კრიტიკას, ტორესას სტატუსის ერთ პასაჟს ნამდვილად ვეთანხმები და მგონია რომ მართლა დროა ჯაფარამ საკუთარი პოზიცია გამოხატოს, რადგან რასაც ვუყურებ ჩემი მლანძღველების ნაწილი მისი მეგობარი და დამფინანსებელია.

უფრო გასაგებად რო ვთქვათ, გირჩში არის ხალხი რომელიც ფიქრობს რომ გირჩი ერთ კაციანი პარტიაა და ასეთად უნდა დარჩეს.

ეს ხალხი გირჩში მხოლოდ ჯაფარას აღიარებს და დანარჩენს სადაც შანსი აქვს ლანძღავს. ეს ხალხი შანსს არ უშვებს, რომ ჩასაფრებულის პოზიციიდან თავს არ დამესხას და არ დამკორტნოს. არასოდეს არც ერთ ჩემ მეგობარს და დამფინანსებელს ეს არ უქნია გირჩის არც ერთი სხვა ლიდერის მიმართ, ამიტომ მაინტერესებს ნუთუ შეილება ეს ნორმალური იყოს?

აქვე ავღნიშნავ, რომ მე არ ვარ იდეალური ადამიანი, შეცდომებს ვუშვებ, ზოგჯერ გულს ვტკენ ადამიანებს, როგორც წესი ამას ვაღიარებ და ვცდილობ მეორეჯერ არ დავუშვა.

ყველა ჩემი შეცდომა ნაღიარები მაქვს ვიღაცასთან და სადაც მოსახდელია იქ ბოდიშსაც ვიხდი.

მაგრამ სადაც ბოდიში მოსახდელი არაა და იხდი ეგ არც ბოდიშია და არც არაფერს გამოასწორებს“, - წერს იაგო ხვიჩია.

ცნობისთვის, პარტიის წარმომადგენელმა სოციალურ ქსელში გააზიარა სტატია, სადაც მოცემული იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არასრულწლოვნის პორნოგრაფიული ნაწარმოების შეძენა-შენახვისთვის 1 პირი დააკავეს.

იაგო ხვიჩიამ პოსტს შემდეგი ტექსტი დაურთო: „ანუ? პორნო გადმოწერა დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს“.

შედეგად მოყვა ის, რასაც პარტიის წარმომადგენელი ზემოთ აღნიშნავს.