მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ირაკლი ბერაია: სასაცილო დავით გარეჯის საქმე კი არა, თავად კუბილიუსის კომენტარია

საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

„შემაშფოთებელია, როდესაც ის სასაცილოს უწოდებს საქართველოს წინააღმდეგ მძიმე დანაშაულში ბრალდებულების დაკავებას. საინტერესოა რა რექცია ექნებოდა, იგივე რომ მის ქვეყანაში მომხდარიყო“, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ განაცხადა.

მისთვის ევროპარლამენტარის ანდრიუს კუბილიუსის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადება გაუგებარია.

„გაუგებარია მისი მხრიდან პანდემიის საწინააღმდეგო ნაბიჯების და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სრულიად უსაფუძვლო, მიკერძოებული შეფასება.

კუბილიუსს შევახსენებ, რომ მასზე ბევრად მაღალი რანგის და ბევრად ავტორიტეტული პოლიტიკოსები და ოფიციალური პირები, როგორც ევროკავშირში ასევე მის ფარგლებს გარეთ, აღიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ერთის მხრივ, საქართველოში პანდემიის საპასუხოდ გადადგმული ნაბიჯების ეფექტიანობას და მეორეს მხრივ, ქართული ეკონომიკის მდგრადობას. შესამაბისად, ერთადერთი რამ, რაც სასაცილოა, თავად კუბილიუსის კომენტარია.“, - აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

შეგახსენებთ, კუბილიუსი სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის 2 საჯარო მოხელე დააკვა და აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს ხდებოდა.

„სასაცილოა, „ქართული ოცნება“ პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს“, - წერია კუბილიუსის განცხადებაში.