პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: გვიხარია, როდესაც გლეხი ბედნიერია

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ცერემონიაზე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებს, 20 ივლისი 2020 წ.
00:19 15.08
დაკოპირებულია

პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურჯაანში მაჟორიტარობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის წარდგენისას „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„ჩვენი საერთო ამოცანა, რა თქმა უნდა, არის ის, რაზეც პრემიერმა და ჩვენმა გენერალურმა მდივანმა ისაუბრა, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში აღმოიფხვრას სიღარიბე, ეკონომიკური სიდუხჭირე და უმუშევრობა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს არ არის მარტივი გასაკეთებელი. "ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ არაერთი წინსვლა და წარმატება გვაქვს მიღწეული. შეიძლება კიდევ ერთხელ გავიმეოროთ რას ნიშნავს ბაზრების გახსნა თუნდაც გურჯაანელი გლეხებისთვის. მე მქონდა საშუალება გავსაუბრებოდი რამდენიმე გურჯაანელ გლეხს, რომელიც იყო აღტაცებული, მისი კმაყოფილება გაგვიზიარა და თქვა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ყუთი ატამი ღირდა 3 ლარი, დღეს ღირს 2 ლარი, 1.80 ლარი - კილოგრამი ატამი. ეს, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ყველას ერთად დიდი წარმატება. ჩვენ გვიხარია, როდესაც გლეხი არის წარმატებული, დასაქმებული და ბედნიერი,” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სომხეთ-აზერბაიჯანის ომი განახლდა - ახალი ამბები

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ჩვენთვის გასაგები იყო, დიახ, ჩვენ ომს ველოდით“, - ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რ...
23:31 27.09
სოხუმის დაცემის 27-ე წლისთავთან დაკავშირებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში, ზუგდიდის შალვა დ...
23:04 27.09
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორე თავის წერილში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდ...
22:25 27.09
„აზერბაიჯანულმა მხარემ თითქმის 200 ადამიანის დანაკარგი განიცადა“, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის...
22:11 27.09
საფრანგეთის პრეზიდენტი 2020 მაკრონი სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებაზე:...
სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონის შორის მთიანი ყა...
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლი...
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გარდა სამხედრო კონფლიქტისა, აქტიური კიბერ ომიც მიმ...
Report.az: ქართველი სომხები ხელს უწყობენ...
თბილისში მოქმედებს აიარტუნის სომხური კულტურის, განმანათლებლობისა და ახალგაზრდობი...
19:07 27.09
ალექსანდრე მოწერელია: ჩვენი ვალდებულებაა...
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული ოცნების'' აბაშის, მარტვილის, ჩხორ...